ჯემალა თბილისელი ბიჭი, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ დეიდამ სოხუმში ჩამოიყვანა.
დეიდამ ჯემალა სოხუმში ყველაზე ცნობის მუსიკის მასწავლებელთან მიიყვანა. ჯემალამ "ზაზუნა" დაუკრა.
მასწავლებლისგან მომავალ ჯემალას ქუჩაში იანგული დახვდა და სკრიპკაზე დაკვრა მოსთხოვა. ჯემალასგან უარი მიიღო და გაბრაზებულმა იანგულმა სკრიპკა თავზე გადაამტვრია, გაბრაზებულმა ჯემალამ კი იანგულს მთელი ძალით დაარტყა მუშტი.
შერცხვენილმა იანგულმა ჯემალას მეორე დღეს შეხვედრა დაუნიშნა. ორი ყოჩი უბანში ერთად ვერ იქნებოდა და პირველობისთვის უნდა ეჩხუბათ. ჯემალაც დათანხმდა. ამ ჩხუბში იანგულმა გაიმარჯვა. ასე გრძელდებოდა მათი ჩხუბი მანმდე, სანამ გაბრაზებულმა ჯემალამ იანგულს დედა არ შეაგინა, თუმცა საპასუხოდ იგივე არ მიუღია, რადგან იანგულმა იცოდა, რომ ჯემალას დედა აღარ ჰყავდა.
რამდენიმე დღეში იანგულმა გაიგო რომ სამშობლოში საბერძნეთში ბრუნდებოდა. მას წასვლა არ უნდოდა, რადგან მისთვის სოხუმი იყო სამშობლო, აქ იყო გაზრდილი, მეგობრებიც აქ ჰყავდა და აქაური გოგონაც უყვარდა. როდესაც იანგულმა ჯემალას თავისი წასვლის ამბავი უთხრა ჯემალამ იანგულის მკერდზე ამოსვირინგებული სიტყვა "ჰელადოს" დაინახა და ჰკითხა თუ რას ნიშნავდა. "ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით..." მეორე დღეს იანგულის მამამ ყველაფერი გაყიდა, ვირს არავინ ყიდულობდა და ის ჯემალას დაუტოვა რომ მისთვის ეპატრონა.
სოხუმის მაცხოვრებლები ემშვიდობებოდნენ თავიანთ ბერძენ მეგობრებს, იყო ბევრი ცრემლიც. ჯემალაც მისული იყო იანგულთან დასამშვიდობებლად. უამრავ ადამიანში ძლივს დაინახეს ერთმანეთი და იანგულმა დაუძახა: "ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი!" ჯემალამ ვერ გაუძლო და ატირებული დაბრუნდა შინ.
მესამე დღეს ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. სახე იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ იქვე მობანავე ჯემალას და მის მეგობრებს დაუძახეს ამოსაცნობად. ვერავინ იცნო ჯემალას გარდა, რადგან მან ბიჭის მკერდზე ამოსვირინგებული "ჰელადოს" დაინახა და მიხვდა რომ ეს იანგული იყო.